NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„შესაბამის სამსახურებს უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოსამართლეები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ“

„შესაბამის სამსახურებს უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოსამართლეები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ“

29 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩართვას გეგმავს, ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

„იმისთვის, რომ სისტემურ დანაშაულთა წინააღმდეგ აღსრულდეს რეალური მართლმსაჯულება და შეიქმნას ნამდვილად რეალური მექანიზმები ამისათვის და არა კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ან საზოგადოების მოტყუება, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს:

სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც აღარასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, ამისთვის აუცილებელია ყველა იმ რგოლში შესაბამისი ცვლილებების გატარება, რომელიც ამ სისტემური დანაშაულის პროცესში იყო ჩართული. ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, მათი ჩამოშორება შესაბამისი სისტემისგან; ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მთელ რიგ უკანონო ქმედებებში, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, ჩამოშორებული იქნენ შესაბამისის სამსახურებისა და სისტემისგან; ცალკეულ შემთხვევებში, თუ კი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, იქნას აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და შესაბამისად ვიხილოთ ამ ნაწილშიც აღსრულებული მართლმსაჯულება; ის მოსამართლეები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სისტემაში იმყოფებიან, ეს ადამიანებიც ჩამოშორებული იქნენ სისტემისგან, იმიტომ, რომ სისტემა ვერ გაჯანსაღდება ისე, თუ ადამიანებმა, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ, რომლებიც ამ სისტემას ქმნიან, შესაბამისი თანამდებობის პირებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ, სისტემური დანაშაულების აღსრულების საქმეში ხდებოდა.

ის ადამიანები (ამ შემთხვევაში პატიმრებზე ვსაუბრობ) რომლებიც ამ სისტემური დანაშაულის პირობებში იყვნენ უკანონოდ დასჯილნი, დღესაც შესაძლოა საპატიმროებში არიან, რომელთა მიმართ პატიმრობის პირობებში განხორციელდა რაიმე ტიპის წამება, ან ძალადობრივი ქმედება, გამოძიებულ იქნას თავიდან მათი საქმეები და ამ მხრივაც ადეკვატური პასუხი გავცეთ მართლმსაჯულების სახელით ყოველ საქმესთან მიმართებით,

ჩამორთმეული ქონების საკითხებს რაც შეეხება, უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი ამ საქმეების მკვდარი წერტილიდან დასაძვრელად. ეს არის სწორედ ეფექტური მექანიზმების შექმნა და არა მარტო პასუხი წარსულ ქმედებებზე, არამედ მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო პრევენცია. ჩვენ ვაპირებთ, ამ საქმეში ვიყოთ ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

მოსამართლეები მრჩეველი პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურორები სისტემა სისტემური დანაშაული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ფიქრია ჩიხრაძე 2018-01-29
Tags მოსამართლეები მრჩეველი პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურორები სისტემა სისტემური დანაშაული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ფიქრია ჩიხრაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აბესაძე: დაანონსებული ცვლილება მორიგი ფარსია

შემდეგი სტატია

ქეით მიდლტონმა თავისი თმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აჩუქა

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

09 იან 2018
პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებისა და ისტორიული დიასპორისათვის მიღება გამართა

პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებისა და ისტორიული დიასპორისათვის მიღება გამართა

26 მაი 2018
“სიტი პარკი” ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სათანადო რეაგირებას მოითხოვს

“სიტი პარკი” ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სათანადო რეაგირებას მოითხოვს

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge