NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დ მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით“

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დ მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით“

29 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ასახულია საპატრულო პოლიციის მიერ ორი ახალგაზრდის დაკავება, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი განმარტებით აღნიშნულმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რასაც მოჰყვა მათი დაკავება. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს სასამართლოში ინციდენტის ამსახველ სრულ კადრებს წარადგენს. მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დ მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტი წარმოადგენს ჩემ მიერ აღნიშნული პრობლემის ერთგვარ გამოვლინებას. კერძოდ, ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, აღნიშნული განპირობებული იყო ერთერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის  მხოლოდ დაკავებაა ასახული.

2018 წლის 28 იანვარს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრულ ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როცა პოლიცია ასრულებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი, 1992 და 1082 წელს დაბადებული, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ, კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დ მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციელებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება, სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ  ვიდეოში. ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

2018-01-29
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სმარტფონის აპლიკაციამ აშშ-ს საიდუმლო ბაზები გამოავლინა

შემდეგი სტატია

მარტვილში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა 

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ჰაინრიხ არენს შეხვდა

28 სექ 2018
საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს

საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს

27 ოქტ 2017

ელექტრომომარაგება 3 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

    “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

  • მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

    მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge