ლიტვის პრემიერმინისტრის თქმით, ლიტვა მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში. მისივე თქმით, ლიტვა ამ საკითხს მუდმივად აყენებს საერთაშორისო ფორუმებზე.
„ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში.
ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ფორუმებზე და ვითხოვთ, რომ რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
მოხარულები ვართ, რომ სხვადასხვა მიმართულებითაც გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა, მაგალითად – ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიტვაში და აინტერესებთ ლიტვური ენა, განსაკუთრებით, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის პროგრამის შემოღების შემდეგ. ასევე, დავინახეთ ლიტველების ინტერესი ქართული ენისადმი“, – განაცხადა ლიტვის პრემიერმინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე.
კომენტარები