NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ლორა თორნტონის განცხადებით, ეს იმის პირადი პოზიციაა და ამიტომ დაწერა ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„მე ვარ ამერიკის მოქალაქე, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვედრზე გამოვხატე, ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ“,-განაცხადა თორნტონმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა ტორტონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა ტორტონიმ მის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებით გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარისტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, განუხრელად მხარს უჭერს მისტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და მტკიცედ გმობს ქვეყნის ოკუპაციას – არც კი იცის სად არის ესსაზღვრები!?
კომენტარები