საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
ორი ქვეყნის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კომენტარები