NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას“

„ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას“

29 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 571 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელიც სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს და მართლმსაჯულების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინიციატივაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს, არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე.

ეს საქმე ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა. და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება.

შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის ტრაგედიაზე საზოგადოების რეაქცია ექსპრეზიდენტის მხრიდან „პოლიტიკურ ცირკად“ შეფასდა.

„ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა.

სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდო სამართლებრივ ფუნდამენტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი.

ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლის აღსრულდეს მართლმსაჯულება არამხოლოდ სანდრო გირგვლიანის და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები მსგავსი საქმის რეციდივების გამოსარიცხად.

„ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი! რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს.

ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები“ დავარქვათ.

შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქციის შიგნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ცვლილებები კი მსგავს დანაშაულებებზე მკაცრი სანქციების დაწესებას განაპირობებს. „დღეს გავახმოვანეთ მხოლოდ იდეა. მთავარი მიზანია ადამიანის დაცვა, მისი პატივი და ღირსება, მართლმსაჯულება და მისი დაცვა, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამ რეგულაციებს მივიღებთ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

ართული ოცნება ინიციატივა მამუკა მდინარაძექ მართლმსაჯულება 2018-01-29
Tags ართული ოცნება ინიციატივა მამუკა მდინარაძექ მართლმსაჯულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი გრემის ტრიუმფატორი გახდა

მსგავსი სტატიები

ილია მეორე 2 აგვისტოს საზეიმო წირვას აღავლენს

ილია მეორე 2 აგვისტოს საზეიმო წირვას აღავლენს

29 ივლ 2018
ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ

ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2020

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კომისიები და ფრაქციები დაკომპლექტდება

15 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge