4 დახურული საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან 11 სხვადასხვა ბაღში ივლიან. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, იმავე ბაღებში მოხდა აღმზრდელებისა და პედაგოგების გადანაწილება.
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების შესაბამისად, ოთხმა ბაღმა შეაჩერა ფუნქციონირება, შესაბამისად ბავშვები გადანაწილდნენ 11 ახლომდებარე ბაღებში, ადმინისტრაციული პერსონალი და აღმზრდელ-პედაგოგებიც გადანაწილდნენ ამ ბაღებში და დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი“,-განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, გასულ კვირას 152-ე; 84-ე; 64-ე და მე-19 ავარიულობის გამო დაიხურა. დასკვნაში მითითებული იყო, რომ აღნიშნული შენობები ავარიულია.
კომენტარები