NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ“

„ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ“

29 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 374 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

„ძვირფასო პრემიერმინისტრო, წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაფიქსირდა მზარდი დინამიკა ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიტვის პრემიერმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ჩვენ ასევე გვაერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები. ჩვენი ერები მტკიცედ იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ლიტვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან გულწრფელი და სანდო მეგობარი“, – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტი ლიტვა საულიუს სკვერნელისი საქართველო 2018-01-29
Tags გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტი ლიტვა საულიუს სკვერნელისი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დახურული ბაღების აღსაზრდელები დღეიდან 11 სხვადასხვა ბაღში ივლიან

შემდეგი სტატია

გაზეთმა ედ შირანი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა

მსგავსი სტატიები

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამოდენიმე თვე იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამოდენიმე თვე იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები

ირაკლი შალიკაშვილი 22 აპრ 2020
ელექტრომომარაგება 16 მარტს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 16 მარტს დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან

12 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge