„გრემი“ ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა. იგი 1958 წელს დაარსდა. გრემი, თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც შეგვიძლია კინემატოგრაფიაში „ოსკარის“ ჯილდოს შევადაროთ.
გრემის გადაცემის ცერემონიალი ტარდება ყოველწლიურად და გადაეცემა 108 კატეგორიაში, რომელიც 30 მუსიკალური ჟანრისმიხედვითაა დაყოფილი.
წელს „გრემის“ ტრიუმფატორი მომღერალი ბრუნო მარსი გახდა.
მომღერალმა გამარჯვება რამდენიმე კატეგორიებში მოიპოვა. მათ შორის, წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომი – 24K Magic, წლის საუკეთესო სიმღერა That’s What I Like, საუკეთესო-R&B ალბომი, საუკეთესო R&B პერფორმანსი.
კომენტარები