NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აბესაძე: დაანონსებული ცვლილება მორიგი ფარსია

აბესაძე: დაანონსებული ცვლილება მორიგი ფარსია

29 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 738 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება. მის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ეს ქმედება დღესაც დასჯადია. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასჯილი მაღალჩინოსანი.

ამის კარგი მაგალითი თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია ბირჟა მაფიის შემთხვევაც.  სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც.  ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას.

ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას „ქართული ოცნება“ კი არ აკეთებს“, – აცხადებს აბესაძე.

 

კომენტარები

ევროპული საქართველო ირაკლი აბესაძე პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლოს კოდექსი ქართული ოცნება 2018-01-29
Tags ევროპული საქართველო ირაკლი აბესაძე პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლოს კოდექსი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრუნო მარსი გრემის ტრიუმფატორი გახდა

შემდეგი სტატია

„შესაბამის სამსახურებს უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოსამართლეები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ“

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოში ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა

25 დეკ 2017

გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

18 აგვ 2017
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება

09 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge