NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე“

„თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე“

27 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი, სოციალური მედია 535 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეწყალების კომისიაში შესულ მოთხოვნას საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ახალაიასთვის გაუგებარია, რატომ მიმართეს მისის სახელით კომისიას და შეწყალებაზე უარს ამბობს.

„საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას.

ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო…
წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას.
ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია თქვენი კომისიის მხრიდან ჩემი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ასეთი განცდისთვის მე ნამდვილად გამაჩნია ობიექტური საფუძვლები, ვინაიდან დღეს საქართველოს მართავს რუსული ძალა, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებების ხარჯზე. ამ ფონზე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური შერიგების პლატფორმით, საკუთარი უპრინციპობით, გაუბედავი და არაშორსმხედველური პოზიციონირებით მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას და რუსული ინტერესების გაძლიერებას. ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად რბილი შეფასებაა იმ საშინელი სამსახურისა, რასაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს უწევს. შესაბამისად ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე.
ვფიქრობ მოყვანილი არგუმენტები სრულიად საკმარისია ჩემი პოზიციის განსამარტად, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის ღირსეული სამხედროები, რომლებმაც მოგმართეს სამართლიანი შეწყალების თხოვნით, თუმცა თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა გულქვა უარით გაისტუმრეთ, ვერ გაბედეთ გასაბედი.
რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ და არ მსურს მთელი ცხოვრება ციხეში ვიყო. სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი თავისუფლება თავის დროზე შეგნებულად, ნებაყოფლობით, გაურკვეველი ვადით დავთმე საკუთარი პრინციპებისა დ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ერთგულების მიზნით. მოცემულობა ასეთად რჩება დღემდე.
მე მტკიცე ნებისყოფით დაველოდები იმ გარდაუვალი, პროგრესული პოლიტიკური ცვლილებების ტალღას, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული გარანტია ჩემნაირი ტყვეების თავისუფლებისათვის.
ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სიმახინჯის გამო თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი ღირსება ამისთვის უბრალოდ ნებართვას არ იძლევა.
ბატონებო, იმისთვის რომ თქვენ ჩემს „შეწყალებაზე“ რაიმე სახით იმსჯელოთ, ჯერ პოლიტიკურად უნდა გაპატიოსნდეთ და გავაჟკაცდეთ,პოლიტიკას პოლიტიკა და კრიმინალს კრიმინალი უნდა უწოდოთ, რუსეთს – მტერი და არა მეზობელი, რუსულ მმართველობას საქართველოში შესაბამისი სახელი და არა დემოკრატიული პროგრესი.
ყოველივე ზემოხსენებული ეს არის მაქსიმალურად კორექტული, თუმცა მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რომელთა გამოც მე ხელი არ მოვაწერე შეწყალების კომისიის მიერ წუხელ გამოგზავნილ ფორმულარს, შესაბამისად მოვითხოვ კიდეც ჩემი საკითხის ამოღებას კომისიის დღის წესრიგიდან“,-წერს 
ბაჩო ახალაია.

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს,საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას.ბატონო…

Posted by ბაჩო ახალაია / Bacho Akhalaia on პარასკევი, 26 იანვარი, 2018

კომენტარები

ბაჩო ახალაია პრეზიდენტი ფეისბუქი შეწყალება შეწყალების კომისია 2018-01-27
Tags ბაჩო ახალაია პრეზიდენტი ფეისბუქი შეწყალება შეწყალების კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ავლაბარში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემდეგი სტატია

ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა

მსგავსი სტატიები

„როდესაც საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ შენ უნდა წახვიდე, შენ უნდა წახვიდე“

„როდესაც საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ შენ უნდა წახვიდე, შენ უნდა წახვიდე“

19 ივნ 2018

ინგლისს ბილბაოდან მიგრანტები აწყდებიან

15 სექ 2017
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Bridgestone-ის ბრენდის ეკო საბურავებს სთავაზობს!

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Bridgestone-ის ბრენდის ეკო საბურავებს სთავაზობს!

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge