NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

27 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 178 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით ლაცაბიძის განცხადებით, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი  ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენი მთავარი მიზანია დროულად აღიკვეთოს გავრცელება, მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი.
ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო:  2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე  ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების განზრახვა დროულად აღკვეთეს. ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, 2018 წლის 21 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,  ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8 კილოგრამი ოპიუმი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, არაერთხელ მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება.
კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში გამოვლენილი ფაქტებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
• სამართალდამცველებმა, თბილისში 1 პირი დააკავეს. ამოღებულ იქნა 500 აბზე მეტი ბუპრენორფინის შემცველი სუბუტექსის აბები.
• ასევე, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბია ამოღებული ქ. თბილისში. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
• 1 პირის დაკავება მოხდა „წითელ ხიდთან“. ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
• 3 პირის დაკავება მოხდა ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში. ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
• ასევე, დაკავებულ იქნა ირანის მოქალაქე. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
2018 წლის იანვარში, სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან ერთად, ამოღებულია 376 აბი „სუბოქსინი“, 298 აბი „ექსტაზი“, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ასევე, 100 გრამზე მეტი ჰეროინი, 500 ფირფიტაზე მეტი ფსიქო აქტიური ნივთიერება ე.წ «ბიო», –  აღნიშნული წარმოადგენს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების არასრულ ჩამონათვალს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს,“ – განაცხადა  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ  გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

დავით ლაცაბიძე დიდი ოდენობით ირანის მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებები უკანონო შეძენა-შენახვა შსს 2018-01-27
Tags დავით ლაცაბიძე დიდი ოდენობით ირანის მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებები უკანონო შეძენა-შენახვა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა

შემდეგი სტატია

ქაბულში აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

მსგავსი სტატიები

უზენაესი სასამართლო: 2017 წლის იანვარ-ივნისში 255 ადამიანს უსმენდნენ

29 აგვ 2017
ფულის გათეთრების მუხლი და TBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს

ფულის გათეთრების მუხლი და TBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს

10 იან 2019

GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს

12 ოქტ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

  • თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

    თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

  • უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

    უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

  • პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

    პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

  • იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

    იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
-1°
clear sky
humidity: 86%
wind: 1m/s N
8°
Sun
11°
Mon
9°
Tue
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge