„შეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმებით რატიფიცირებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს,“ – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რუსეთის მიერ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შეფასებისას გააკეთა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით,“ – აცხადებს იან კელი.
კომენტარები