NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრები   ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ
????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრები   ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

26 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მიკელე ნიკოლეტის შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიკელე ნიკოლეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და საქართველოში მოიწვიეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საკითხზე ისაუბრეს.

„გასული წლის განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გვქონდა და შესაბამისად, ეს დაგვეხმარება, რომ 2018 წლის განმავლობაში მასთან კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ,  უკვე როგორც ასამბლეის პრეზიდენტთან. მიკელე ნიკოლეტი საქართველოში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ ის ვიზიტს წლის განმავლობაში შეძლებს და ექნება შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, ვისაუბრეთ დროებით კომიტეტზე, რომელიც  ცოტა ხნის შეიქმნა და რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი და რთული ამოცანა აქვს, რომ ასამბლეაში არსებული გარკვეული პრობლემური საკითხების მოგვარების გზები მოიძიოს. ვისაუბრეთ ამ ფორმატში ჩვენს თანამშრომლობაზე. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველო, გამომდინარე პროგრესიდან, გადავიდეს მონიტორინგიდან შემდეგ ფაზაზე. ვფიქრობ, რომ ასამბლეის პრეზიდენტი თანამშრომლობისთვის მზად არის და ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ის ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერი იქნება”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 

დელეგაციის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს მეგობარია. „მიკელე ნიკოლეტი ჩვენი ქვეყნის და დელეგაციის დიდი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავით პოლიტიკურ ჯგუფში და ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება მის ახალ ამპლუაშიც.  საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებსაც საქართველო და საქართველოს დელეგაცია აყენებს ევროსაბჭოს ფარგლებში. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლაა, რადგან საქართველო ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. ეს სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე, ამ ინსტიტუციისთვის იმისთვის, რომ მისი გავლენა და სიძლიერე კიდევ უფრო გამყარდეს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.  შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ზვიად კვაჭანტირაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპის საბჭო ზვიად კვაჭანტირაძე თამარ ჩუგოშვილი მიკელე ნიკოლეტი პარლამენტი საპარლამენტო ასამბლეა 2018-01-26
Tags დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპის საბჭო ზვიად კვაჭანტირაძე თამარ ჩუგოშვილი მიკელე ნიკოლეტი პარლამენტი საპარლამენტო ასამბლეა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

შემდეგი სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა სცემეს

მსგავსი სტატიები

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება

ირაკლი შალიკაშვილი 22 აპრ 2020
რა უნდა იცოდეს მართვის მოწმობის აღების მსურველმა პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად

რა უნდა იცოდეს მართვის მოწმობის აღების მსურველმა პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად

12 ივნ 2018
„საქართველოს ბანკს” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

„საქართველოს ბანკს” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

10 იან 2018

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge