NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სამწუხაროდ მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის მომზადების წესების გაკონტროლება“

„სამწუხაროდ მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის მომზადების წესების გაკონტროლება“

26 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 799 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „იმედის“ ეთერში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში არსებობდეს. პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარია არ მოხდეს პროდუქტის მომზადების არცერთ ეტაპზე დაბინძურება და არ დაირღვეს შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

„სალმონელოზი ასეთი ეპიდაფეთქებების დროს არის ხოლმე ერთერთი წამყვანი მიზეზი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-შიც. თვითონ ბაქტერია „სალმონელა“ სავარაუდოდ შეიძლება იყო სალათის ფოთლებში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქათმის ხორციდან მოხვედრილიყო, ეს ამ ეტაპზე ძნელი გასარკვევია და ალბათ სურსათის ეროვნული სააგენტო ამაზე მუშაობს. მთავარი ის არის, რომ თუ „სალმონელას“ ბაქტერია, მოხვდება მაიონეზში და არ იქნება დაცული შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, მაშინ ის მაიონეზში გამრავლდება.

აქ არ არის ლაპარაკი ვადაგასულობაზე, მთავარია არ მოხდეს პროდუქციის მომზადების არცერთ ეტაპზე, დაწყებული იმ მასალიდან, რომლიდანაც პროდუქტები მზადდება, შემდეგ დამზადების პროცესში რომ არ მოხდეს დაბინძურება და რაც მთავარია, შენახვის პროცესი. სამწუხაროდ მომხმარებელს ამის გაკონტროლება არ შეუძლია.

რაც უფრო მეტად პოპულარული გახდება სწრაფი კვების ობიექტები, მით უფრო მოიმატებს და შეიძლება მასშტაბები გაიზარდოს ასეთი აფეთქებების.  ეს არ არის საქართველოს მაგალითი, ასევე ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ეს იქნება ევროპა თუ ამერიკა.

ჩვეულებრივ, როდესაც სახლში ირღვევა რაღაც ეტაპზე პროდუქციის მომზადების წესები, იქ შეიძლება ოჯახის წევრები და სტუმრები დაზარალდნენ, მაგრამ როდესაც ინდუსტრიული ხდება კვების პროდუქტების წარმოება, მათ შორის ყველზე მეტად სწრაფი კვების ობიექტებში, შეიძლება ხოლმე ასეთი აფეთქებები უფრო ხშირი გახდეს“,-განაცხადა იმნაძემ.

 

 

კომენტარები

ინტოქსიკაცია პაატა იმნაძე სალმონელოზი სწრაფი კვება 2018-01-26
Tags ინტოქსიკაცია პაატა იმნაძე სალმონელოზი სწრაფი კვება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან იზორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შემდეგი სტატია

კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილს ღამის შინაპატიმრობა შეუფარდა

მსგავსი სტატიები

მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს

მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019
„იმ წუთიდან მკვდარია, რა წამსაც ნოდარიკოს სული აღმოხდა…. “

„იმ წუთიდან მკვდარია, რა წამსაც ნოდარიკოს სული აღმოხდა…. “

სოსო ელისაშვილი 08 თებ 2018
აუდიო ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის განცხადება

აუდიო ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის განცხადება

25 სექ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge