თბილისში, რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გატეხეს. ჩატეხილია მაღაზიაში შესასვლელი კარის შუშა. მაღაზიის დირექტორის თქმით, მაღაზიიდან წაღებული არაფერი არ არის, რადგან შუშის ჩატეხვის შემდეგ ჩაირთო სიგნალიზაცია. მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში დღეს დილით გამომძიებლები იმყოფებოდნენ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გილისხმობს.
კომენტარები