NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციასა და უკანონო მილიტარიზაციას“

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციასა და უკანონო მილიტარიზაციას“

26 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1194 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ გზით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში, და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“,-  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა.

„კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაცია.

ასევე, ყოვლად მიუღებელია „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა.

რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, მოსკოვმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობა, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა 2011 წელს შეთანხმდნენ, დაეარსებინათ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმი. შეთანხმების შესაბამისად, ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში.

რაც  შეეხება საქართველოს საბაჟო სივრცეს, იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ტერმინალების ადგილმდებარეობა ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს.

საქართველომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყების მზაობა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დაწყება, ვინაიდან რუსეთის მხარე აჭიანურებს შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერას შვეიცარულ კომპანიასთან, ახდენს საკითხის აშკარა პოლიტიზირებას და შეთანხმების დებულებების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით აფერხებს იმპლემენტაციის პროცესის დაწყებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით“,-განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

აფხაზეთი გრეგორი კარასინი დავით დონდუა რუსეთის ფედერაცია სამხედრო ოკუპაცია უკანონო მილიტარიზაცია ცხინვალის რეგიონი 2018-01-26
Tags აფხაზეთი გრეგორი კარასინი დავით დონდუა რუსეთის ფედერაცია სამხედრო ოკუპაცია უკანონო მილიტარიზაცია ცხინვალის რეგიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გაიმართება

შემდეგი სტატია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სერბეთის ეროვნულ ასამბლეის სპიკერის შეხვედრაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიისთვის გრძელდება

ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიისთვის გრძელდება

ირაკლი შალიკაშვილი 14 ოქტ 2019
გომის მთის ფერდობზე ხანძარი ჩამქრალია

გომის მთის ფერდობზე ხანძარი ჩამქრალია

20 ნოე 2017
ტრამპს არ მიეცა საშუალება ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მას გაემიჯნა ყველა, მათ შორის, უახლოესი თანამებრძოლები პენსიდან დაწყებული კინზინგერით დამთავრებული

ტრამპს არ მიეცა საშუალება ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მას გაემიჯნა ყველა, მათ შორის, უახლოესი თანამებრძოლები პენსიდან დაწყებული კინზინგერით დამთავრებული

ირაკლი შალიკაშვილი 07 იან 2021

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge