კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.
პოროშენკოს ჰგონია რომ გააჩერებს?!
არ იცნობს კარგად“,-წერს კილაძე.
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.პოროშენკოს გონია რომ გააჩერებს?!არ იცნობს,კარგად !
Posted by ელისო კილაძე on პარასკევი, 26 იანვარი, 2018
ცნობისთვის, კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის სარჩელი. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს ღამის შინაპატიმრობა შეეფარდა, რაც ნიშნავს, რომ მას საცხოვრებლის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე ეკრძალება.
კომენტარები