პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. ხოლო კითხვაზე – იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი – ის პასუხობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან დისტანცირებულია.
„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ზოგადად, კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. თავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
კომენტარები