NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი“
????????????????????????????????????

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი“

26 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 722 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი.ვაგრძელებთ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც თავად ასამბლეასთან, ასევე, ვგეგმავთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა ახალ კომისარ დუნია მიატოვიჩთან”,- ამის შესახებ ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ასამბლეის ზამთრის სესიის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, სესიის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული, სადაც გამოკვეთილია განხორციელებული პროგრესული ცვლილებები და მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

„კვირის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში  საკმაოდ მნიშვნელოვანი სესია გვქონდა. ავირჩიეთ ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, ასევე, მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით- პროგრესის ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია და გასული წლის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ფასდება. ასევე, საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას და როგორც საკონსტიტუციო სფეროში, ასევე, მედიის თავისუფლების, საარჩევნო თემატიკის და სხვადასხვა სფეროებში, საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი ის პროგრესული ცვლილებები და  უკვე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არის საინტერესო რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობ, წელს და მომავალი წლების განმავლობაში საქართველომ  უნდა გაითვალისწინოს. ზამთრის სესიის ფარგლებში, ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენება  ადამიანის უფლებების თაობაზე საქართველოში. გარდა ამისა, დელეგაციის ორგანიზებით, ევროსაბჭოში გაიხსნა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა და გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები

დუნია მიატოვიჩი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესია თამარ ჩუგოშვილი პარლამენტი 2018-01-26
Tags დუნია მიატოვიჩი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესია თამარ ჩუგოშვილი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

შემდეგი სტატია

გოგიტა დალაქიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ

მსგავსი სტატიები

ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვის მოთხოვნით, პარლამენტში ხელმოწერები შევიდა

24 ოქტ 2017

რამდენად დაცული ხართ კიბერ სივრცეში?!

20 სექ 2017

ოთარ ერანოსიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

30 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge