NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენი თვითმიზანი  არ არის ვეტოს გადალახვა, ჩვენი მიზანია მივიღოთ დახვეწილი კანონი“
????????????????????????????????????

„ჩვენი თვითმიზანი  არ არის ვეტოს გადალახვა, ჩვენი მიზანია მივიღოთ დახვეწილი კანონი“

26 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, საქართველოს პარლამენტში, „მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

„იყო ინიციატივა რომ გამართულიყო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინიციატივა მივიღეთ და დღეს იმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ  კიდევ ერთხელ განვიხილოთ „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ჩვენთვის თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს გადალახვა. ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი არის ის, რომ მივიღოთ დახვეწილი კანონი, რომელიც საქართველოში მაუწყებლობის საკითხებს და მათ შორის, კონკრეტულად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკითხებს მოაწესრიგებს,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლიკობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილ აზრთა სხვადასხვაობასა და არსებულ არგუმენტებზე გაამახვილა. მისი თქმით, იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ კანონპროექტის გარშემო, მოსაზრებები გაიყო ქართული ოცნების შიგნითაც. იყოგარკვეული ჯგუფი დეპუტატებისა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ან თავი შეიკავეს კანონპროექტის მხარდაჭერისგან ასევე იყო სხვადასხვამოსაზრებები საზოგადოებაში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოხდეს მსჯელობა კანონპროექტის გარშემო და არგუმენტების წარმოდგენა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ შესაბამისი მსჯელობისა და წარმოდგენილი არგუმენტების გაცვლის შემდეგ იქნა მიღებული დისკუსიაში, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შედგა. „საბოლოო ჯამში პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ საკმარისი არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რომელიც ამ კანონპროექტის მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა”. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილ კანონს პოლიტიკური ეფექტი არ აქვს და მისი მიღება ან არ მიღება მმართველი პარტიის პოზიციებზე ვერანაირად ვერ აისახება. მისი თქმით, მმართველ პარტიას სუბიექტური, პოლიტიკური ინტერესი ამ კანონის მიმართ არ აქვს.

„არის კანონპროექტები, რომელთა ამა თუ იმ სახით მიღება ასახვას ჰპოვებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პოზიციებზე. შეიძლება მიიღო გარკვეული კანონი, რომელიც დადებითად აისახება მმართველი პარტიის პოზიციებზე, უარყოფითად ოპოზიციის პოზიციებზე, ან პირიქით. მე ვფიქრობ, ეს არ არის ის შემთხვევა. პოლიტიკური ეფექტი ამ კანონს ასეთი არ აქვს.  ამ კანონის მიღებით ან არ მიღებით, მმართველი პარტია თავის პოზიციებს ვერც გაიუმჯობესებს, ვერც დაისუსტებს. შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტისგან არის გამოცლილი ეს დისკუსია.  პოლიტიკური ფონი ამ კანონპროექტს არ აქვს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვეტოს ტექსტში არ არის სათანადო და საკმარისი არგუმენტები და ამასთან, არის ფაქტობრივი უზუსტობები.

„აქ ველოდებოდით ჩვენ არგუმენტებს, რომლებიც დაასაბუთებდა კანონპროექტის მიზანშეუწონლობას, თუმცა, არგუმენტები არ არის  არანაირიწარმოდგენილი, სამწუხაროდ. ვეტოს ტექსტში მოცემულია ფაქტობრივი უზუსტობები. ჩვენ გვინდა მყარი არგუმენტები იმისათვის, რომ პოზიციაშევიცვალოთ და უარი ვთქვათ ამ ინიციატივაზე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კონკრეტული მაგალითების წარმოდგენის საფუძველზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისა და რეიტინგის შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს არის სერიოზული პრობლემა და რეიტინგის რაციონალურ ფარგლებში ზრდის მიმართულებით რადიკალური გადაწყვეტილებებია მისაღები..

„ჩვენ უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდასაზოგადოებრივი მაუწყებელი, არ ჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი პროცენტ ნახევარში, არ უნდაგადაიხადო. ან უნდა ხელი ავიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავაუქმოთ საერთოდ ეს მაუწყებელი, ან ეს პროცენტ ნახევარი, რომელშიცვიხდით 50 მილიონს, უნდა გავხადოთ 5 %, 6 % 7%, რამდენიც გამოვა. ანუ, საუბარია, რეიტინგის ზრდაზე, რაციონალურ ფარგლებში. არ უნდა გახდესსაზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, კერძო მაუწყებლობის კონკურენტი, თვისებრივი, ასე ვთქვათ, ხარისხით,  მაგრამ, ის უნდა იყოსგარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციით რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არ არის წარმოდგენილი სათანადო და მყარი არგუმენტები იმ სადაო საკითხებთან დაკავშირებით, რითაც კანონპროექტის ოპონენტები ოპონირებენ, მათ შორის, კლებადი ბაზრის, შესყიდვების თემის, უთანასწორო პირობების დაწესების საკითხებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული დამოუკიდებლობის თემაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა ჩანაწერი არსებითი კომერციული დამოუკიდებლობის შესახებ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი. ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, ოღონდ ერთი სიტყვისდამატებით. ეს არის არსებითი კომერციული დამოუკიდებლობა და ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. პირდაპირი რეკომენდაცია მოგვცეს ჩვენვენეციის  კომისიის ექსპერტებმა მაშინ, რომ დაგვემატებინა კომერციულის წინ სიტყვა არსებითი, იმიტომ, რომ მათი მიდგომის მიხედვით,საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ყოფილიყო მთლიანად თავისუფალი კომერციული გავლენისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში,  რეკლამისკომპონენტი ვერ იქნებოდა. პირდაპირ, სიტყვა სიტყვით რაც გვითხრეს, იმას ვიმეორებ, ანუ, მათ გვირჩიეს ჩვენ, რომ  სიტყვა „არსებითი” დაგვემატებინაკონსტიტუციაში, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონოდა რეკლამის მიღების შესაძლებლობა”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სარეკლამო ბაზარში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიციას იმის თაობაზე თ რამდენად შეიძლება არსებულმა მოცემულობამ აღნიშნული კუთხით მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნას, სათანადო არგუმენტები და დასაბუთება სჭირდება.

„საერთაშორისო პრაქტიკაც გვაქვს განხილული. არის ქვეყნები, სადაც 25 პროცენტამდეც კი ადის სარეკლამო ბაზარში საზოგადოებრივიმაუწყებლისწილი. ამ შემთხვევაში, საუბარია, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით ერთი პროცენტი აქვს უკვე წაღებული და ამის ზრდაზეა საუბარიდაახლოებით  ერთი პროცენტით, პროცენტ ნახევრით. რამდენად შეიძლება ამან რაიმე არსებითი საფრთხე შეუქმნას, ან ზოგადად საფრთხე შეუქმნასმედიაპლურალიზმს, ამას სჭირდება დასაბუთება, თუმცა არგუმენტები ჩვენ აქაც რეალურად ვერ მოვისმინეთ. საერთაშორისო პრაქტიკა,  არისლოგიკური, ასე ვთქვათ, წყობა რაღაც არგუმენტების, რომელიც ამას არ ადასტურებს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებითადორიენტირებულია სხვა რამის გაშუქებასა და კომერციალიზებული ნაკლებად უნდა იყოს, მაგრამ კომერციული ელემენტი რომ დასაშვებია და რიგშემთხვევაში მიზანშეწონილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე ზოგადი ლოგიკა”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში,  მოხერხდაპოზიციების შეჯერება.

„თუ ჩვენ მივიღებთ მყარ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის  მიღებით რაღაც შავდება და რაღაც ფუჭდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვისთვითმიზანი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ნამდვილად არ არის ვეტოს არ გადალახვა. შესაბამისად, გაგრძელდება კონსულტაციები საპარლამენტოგუნდში და შეიძლება გადაისინჯოს ჩვენი გადაწყვეტილება. გვჭირდება არგუმენტები, რომ პოზიცია გადავსინჯოთ,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, „მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები წარმოადგინეს. მათი მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებები რეგიონალურ ტელევიზიებს, ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებებს დააზარალებს. კანონპროექტის ოპონენტების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა  საკუთარი  სარეკლამო შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გაზარდოს.

ასევე აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს, ცვლილებებით შეუზღუდავი შესაძლებლობები ენიჭება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მიღებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი არისარა შემოსავლის გაზრდა, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში სარეკლამო ბაზარზე კონკურენციაში შესვლა, რათა საზოგადოებრივიმაუწყებელი ერთ ადგილზე არ გაიყინოს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს საჭიროა მოტივაციის გაზრდისთვის. შეხვედრისმონაწილეების განმარტებით, დაუშვებელია ჟურნალისტის მოტივაციის გაზრდის რეკლამასთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირება.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმოს.

დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შეაჯამა და ამ მიმართულებით დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იქ არის საჭირო, რომ არგუმენტები იყოსღრმა და ამის საფუძველზე მოხდეს ლოგიკური დასკვნის გამოტანა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

 მისივე განცხადებით, საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე შესაძლებელია დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეც იქნება წარმოდგენილი და შეჯერებული არგუმენტებით და პოზიციებით მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონს პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს და პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს დამატებითი გახსნილი დისკუსიისთვის.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი დისკუსიისთვის. ერთად უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ არგუმენტებით. თუ დავამტკიცებთ, რომ საკანომდებლო ცვლილებები დააზიანებს მედია ბაზარს და კერძო მაუწყებლების ინტერესებს, მერწმუნეთ, მაშინ არავის, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, რომ ასეთ კანონპროექტს ხელი მოაწეროს და ღილაკს თითი მიაჭიროს. ასეთია რეალურად ეს მოცემულობა. ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, უახლოეს მომავალში. სავარაუდოდ, ვეტოს პლენარულ სხდომაზე გატანამდე. გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ უკვე ორმხრივი დისკუსიის, დიალოგის საშუალებაც რომ გვქონდეს. საბოლოო ჯამში გავიაროთ ეს საკითხები და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

ვეტო ვეტოს გადალახვა ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონი 2018-01-26
Tags ვეტო ვეტოს გადალახვა ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პოროშენკოს ჰგონია რომ გააჩერებს?! არ იცნობს კარგად“

შემდეგი სტატია

შენდეროვიჩი: პუტინი? ის სიკვდილამდე ხელისუფლებაში იქნება

მსგავსი სტატიები

სამგორში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ხანძარია

24 სექ 2018
ბესელია პარტიას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს

ბესელია პარტიას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივნ 2019
ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge