NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას სოსო ოსორაულის საქმის გამოსაძიებლად

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას სოსო ოსორაულის საქმის გამოსაძიებლად

26 იან 2018 ახალი ამბები, სამართალი 634 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, კონგოს რესპუბლიკაში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმის გამოსაძიებლად  სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია კონგოს რესპუბლიკაში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო. ხვალ ერთი წელი ხდება, რაც სოსო ოსორაული იმყოფება ტყვეობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახისთვის უცნობია, სახელმწიფომ რა ღონისძიებები  გაატარა მის გასათავისუფლებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად. 2017 წლის მაისში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, სოსო ოსორაული გარდაცვლილად გამოაცხადეს, მაგრამ ამის შემდეგ ოჯახმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, რომ მძევალი ცოცხალია.

დღემდე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რაც დაადასტურებს სოსო ოსორაულის გარდაცვალების ფაქტს. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის ძებნა შეწყვიტა და მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს სოსო ოსორაულის ძმას, გიორგი ოსორაულს, რომელიც სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა, დიდი ალბათობით, ცოცხალია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, რათა ოჯახს მისცემოდა საშუალება, გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ ორგანიზაციას დღემდე პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია. მთავარ პროკურატურას ოსორაულის ოჯახისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად,   საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. ამასთანავე, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს   ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.

საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი გაუჩინარებული მფრინავი კონგოს რესპუუბლიკა სოსო ოსორაული 2018-01-26
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი გაუჩინარებული მფრინავი კონგოს რესპუუბლიკა სოსო ოსორაული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაზარალებულმა მეანაბრემ „ტერაბანკის“ წინააღმდეგ ხანგრძლივი და უსამართლო დავა მოიგო

შემდეგი სტატია

პროკურატურამ შპს „ლანცეტი”-ს მიერ  აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

მსგავსი სტატიები

სეს-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს

სეს-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს

11 ივლ 2018

სატრანსპორტო კომპანიის განცხადება: გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

რუსმა სამხედროებმა ლომისის მონასტრის მიმდებარედ ორი პირი გაიტაცეს

სოსო ელისაშვილი 21 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge