NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შენდეროვიჩი: პუტინი? ის სიკვდილამდე ხელისუფლებაში იქნება

შენდეროვიჩი: პუტინი? ის სიკვდილამდე ხელისუფლებაში იქნება

26 იან 2018 ახალი ამბები, მსოფლიო, საზოგადოება 702 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი gordonua.com აქვეყნებს ინტერვიუს რუს მწერალთან და პუბლიცისტთან, ვიქტორ შენდეროვიჩთან.

გთავაზობთ ამონარიდს:

“-აქვს თუ არა პუტინს სუსტი წერტილი? თუ ის ზღაპრის გმირივითაა და არავინ იცის სად არის კვერცხი რომელშიც ნემსი დევს?

-იცით, ხუმრობა რაშია …საქმე პუტინში არ არის. საქმე ავტორიტარული ხელისუფლების მოწყობაშია. ისინი ყველა უკვდავი არიან. სანამ არ მოკვდებიან. ან, სანამ მათ იგივეს არ გაუკთებენ, რაც გაუკეთეს კადაფის, ან სანამ არ ჩასვამენ ჰააგის ტრიბუნალის განაჩენით, როგორც მილოშევიჩს …

დემოკრატ ლიდერს მუდმივად პრობლემები აქვს. დროა გვეცოდებოდეს.(იცინის, რედ.)

მას ყველა მხრიდან ღრღნიან: თავისიანები, უცხოები. ასეთია დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერის ბედი. ის მუდამ კარგავს რეიტინგს. იმიტომ, რომ ის კრიტიკის ქარ-ცეცხლშია, იმიტომ რომ ის საჯარო პიროვნებაა, იმიტომ რომ შეზღუდვის ინსტრუმენტი მუშაობს, იმიტომ რომ არსებობს კონგრესი, არსებობს ამომრჩეველი, თავისუფალი პრესა და ა.შ.

ავტორიტარული ძალაუფლება კი ისეა მოწყობილი, რომ ხელისუფლების მიტაცებისა და გაძლიერების შემდეგ დაუმარცხებელია ნებისმიერი ევოლუციური ინსტრუმენტით. არ არსებობს არანაირი პრესა – ის დაამსხვრია. არარსებობენ პოლიტიკური მოწინააღმდეგები – ისინი ან გაანადგურა, ან ქალაქიდან გააგდო.

ან გააძევა და შემდეგ გაანადგურა, როგორც სტალინმა ტროცკი. ინფორმაციის ნაცვლად პროპაგანდა, ხალხი ბედნიერ ანაბიოზში წევს. თუმცა, დრო და დრო ამ ხალხს ანადგურებენ ან შიმშილით იხოცება, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. თუმცა, ეს რეიტინგზე არ აისახება. გასული წლის აპრილში, ჩრდილოეთ კორეის ქალაქში რაკეტა ჩამოვარდა. ამას  კორეის მუშათა პარტიასა და ამხანაგ კიმ ჩენ ინის რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, შემდეგ ყველაფერი ინგრევა. ინგრევა ერთდროულად და საშინლად.

დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც რამდენადაც დაბალია ქვეყნის მეთაურის რეიტინგი, გავრისკავ და ვიტყვი, უფრო საიმედოა ამ სახელმწიფოს წყობა.

ტრამპს შეიძლება ხვალვე გამოუცხადო იმპიჩმენტი, გააგდო, თუმცა ამერიკას არაფერი ემუქრება. იმიტომ, რომ ინსტრუმენტი მუშაობს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სარისკო სახელმწიფო გვაქვს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს.

პუტინი? ის სიკვდილამდე ხელისუფლებაში იქნება. როგორც ჩანს.

რა განაპირობებს მის წასვლას? ან ეს იქნება ბუნებრივი, ან არაბუნებრივი, ანუ იქნება შეთქმულება.

ეს არ იქნება ხელისუფლების ლეგიტიმური შეცვლა, უკვე ნათელია. ”

 

კომენტარები

დონალდ ტრამპი ვიქტორ შენდეროვიჩი ვლადიმერ პუტინი ინტერვიუ რუსეთი 2018-01-26
Tags დონალდ ტრამპი ვიქტორ შენდეროვიჩი ვლადიმერ პუტინი ინტერვიუ რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენი თვითმიზანი  არ არის ვეტოს გადალახვა, ჩვენი მიზანია მივიღოთ დახვეწილი კანონი“

შემდეგი სტატია

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა კონსტიტუციაში 21 მარტისთვის დასრულდება

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს

ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს

ირაკლი შალიკაშვილი 23 მარ 2021
ცესკომ სხეფის სკოლის პედაგოგი 1000 ლარით დააჯარიმა

ცესკომ სხეფის სკოლის პედაგოგი 1000 ლარით დააჯარიმა

26 სექ 2017
ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge