NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო

ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო

25 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესიაზე, სადაც ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშზე იმსჯელეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, მიუხედავად ბოსნია და ჰერცოგოვინაში განხორციელებული რეფორმებისა, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს სამუშაო კანონის უზენაესობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნიას და ჰერცოგოვინას ევროპასთან დახლოების პროცესში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგრძელოს საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეფორმები რათა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროგრესი  სტაბილური გახდეს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.  მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც,  კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან ერთად,  თითოეული ქვეყნის პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიტყვით გამოსვლისას, ქართველი დეპუტატი რესპუბლიკა სერბსკაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ვიზიტს გამოეხმაურა. ზვიად კვაჭანტირაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა თითოეული დემოკრატიული ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია.

„მსურს, გამოვეხმაურო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბლოვის მიერ ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტს რესპუბლიკა სერბსკაში, რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკთან და სერბული ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქთან გამართულ შეხვედრებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი გამოცხადდა როგორც კერძო, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სეპარატისტული მთავრობის ლეგიტიმაციის პროცესის ნაწილი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ამ ტიპის კერძო ვიზიტები ემსახურება სეპარატისტული მთავრობების ლეგიტიმაციის მიზანს. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება და მხარდაჭერილია რუსული მხარის მიერ. ეს ფაქტი წარმოადენს საერთაშორისო სამართლის ხელყოფას და რუსეთის მიმდინარე უსამართლო პოლიტიკას საქართველოს მიმართ”,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ბოსნია და ჰერცოგოვინას მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ. „ვფიქრობთ, რომ სეპარატისტული მთავრობების, მათი დამცველებისა და მხარდამჭერების მხრიდან ამ ტიპის ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს”,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპარლამენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზვიად კვაჭანტირაძე 2018-01-25
Tags ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპარლამენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზვიად კვაჭანტირაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის პარლამენტთან აქცია გაიმართება

შემდეგი სტატია

გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ბათუმშიც გაიმართება

მსგავსი სტატიები

ჩვენ ყოველდღიურად გავიმარჯვებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს

ჩვენ ყოველდღიურად გავიმარჯვებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს

ირაკლი შალიკაშვილი 16 ოქტ 2020
ქართულმა ოცნებამ”, საერთაშორისო წნეხის პირობებში, შალვა თადუმაძესთან მიმართებით ჩაატარა ოპერაცია – „ეს ბიჭი გადამალეთ”

ქართულმა ოცნებამ”, საერთაშორისო წნეხის პირობებში, შალვა თადუმაძესთან მიმართებით ჩაატარა ოპერაცია – „ეს ბიჭი გადამალეთ”

ირაკლი შალიკაშვილი 10 მარ 2020
დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონსა და FBI თანამშრომლებს რუსი ჯაშუშები უწოდა

დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონსა და FBI თანამშრომლებს რუსი ჯაშუშები უწოდა

06 იან 2018

უახლესი ამბები

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge