NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები» საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა

 საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა

25 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 694 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მონიტორინგის კომიტეტის პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია საკონსტიტუციო რეფორმა და კერძოდ ის, რომ ეს რეფორმა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის სხვა – უფრო მაღალ და სწორ ეტაპზე გადაყვანას”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეა საუბარი. ევროსაბჭოს წლის შემაჯამებელ დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად არის შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ  კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დოკუმენტში საუბარია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლა ვენეციის კომისიასთან, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან პოზიტიურად არის შეფასებული.

როგორც განხილვის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში ასევე, მოცემულია რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.

„არის რეკომენდაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელდეს, რაც, ბუნებრივია, მოხდება, იმიტომ, რომ კონსტიტუცია შეცვლილია და შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან. ანუ, შესაბამისად, 2020 წლამდე, საქართველოს პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსესუსს,  დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კონსესუსის მიუღწევლობისთვის პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანაბრად აკისრებს როგორც ოპოზიციას, ასევე – მმართველ გუნდს.

„რაც შეეხება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის საკითხს, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმება არ მომხდარა. ეს ძირითადად, უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადას. თუმცა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ კონსესუსის და შეუთანხმებლობის მიუღწეველობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ოპოზიციას, ასევე, მმართველ გუნდს. ეს ასახულია საინფორმაციო ბარათში, რომელიც დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

დადებითი ევროსაბჭო თამარ ჩუგოშვილი კომიტეტი კონსტიტუცია შეფასება 2018-01-25
Tags დადებითი ევროსაბჭო თამარ ჩუგოშვილი კომიტეტი კონსტიტუცია შეფასება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეები და მათი პრემია-დანამატები

შემდეგი სტატია

გურჯაანის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

მსგავსი სტატიები

„გადავახვიე“ და მივხვდი – მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია“

„გადავახვიე“ და მივხვდი – მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია“

17 აგვ 2018
რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ერთადერთი გზაა – დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე

რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ერთადერთი გზაა – დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2021
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2021

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge