NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის განმარტება გაჟონილ ინფორმაციაზე

„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის განმარტება გაჟონილ ინფორმაციაზე

25 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 651 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რადიო თავისუფლები“ ქართული სამსახური ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო დღეებში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მოგვმართავენ ჩვენი ერთგული აუდიტორიის წარმომადგენლები თხოვნით, განვუმარტოთ ჩვენი რედაქციის გარშემო შექმნილი ვითარება. ვრჩებით რა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით, მოკლედ გიამბოთ ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.

უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა ზემოთ ნახსენები შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.

სწორედ ამან განაპირობა რედაქციის გადაწყვეტილება, თანამშრომლობის წინადადებით მიემართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს აუდიტორიას და გპირდებით, რომ არსებული კრიზისის დაძლევის შემთხვევაში კვლავაც ჩვენი ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგული დავრჩებით.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.

კომენტარები

დავით კაკაბაძე დათო კაკაბაძე რადიო თავისუფლება რუსთავი 2 2018-01-25
Tags დავით კაკაბაძე დათო კაკაბაძე რადიო თავისუფლება რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აქცია პარლამენტთან – „ბახალა“ გუშინ 8 წლით გაუშვეს ციხეში“

შემდეგი სტატია

გაი რიჩის ანიმაციური ფილმის ALADDIN-ის გადაღებები დასრულებულია

მსგავსი სტატიები

IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს

IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს

ნინო ჩხეიძე 13 აპრ 2020
გიგა ბოკერიას კომენტარი დაკითხვის შემდეგ

გიგა ბოკერიას კომენტარი დაკითხვის შემდეგ

26 აგვ 2017
„სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ“

„სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ“

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge