მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ახალი ბიზნესომბუდსმენი წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ამ თანამდებობას თბილისის ყოფილი მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს.
„ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი, ეს არის ირაკლი ლექვინაძე. ირაკლის საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მერის მოადგილე. პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტიც გახლდათ.
ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კარგ ტრადიციას რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა ირაკლი გააგრძელებს და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა, სწორედ, ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური. მინდა, მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/571743886503973/
კომენტარები