მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, მათი მოთხოვნაა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.
ცნობისთვის, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილი დარბაზშივე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.
კომენტარები