NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები: საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები: საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას

25 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 848 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა – კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაა საუბარი.

“საინფორმაციო ბარათში განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმას ეთმობა. რეფორმა პოზიტიურადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი პროგრესია. მომხსენებლები მიესალმებიან კონსტიტუციური ცვლილებების იმ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო და რომელიც, მათი თქმით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამდე უზრუნველყოფს მეტად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს. დოკუმენტში, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაუყოვნებლივ გაითვალისწინა. ანგარიშში გარდა ამისა, ხაზასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოიცავს ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ემსახურება.

საინფორმაციო ბარათში ყურადღება პარლამენტის როლზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე, ასევე, ხელი უნდა შეეწყოს ოპოზიციის როლის ზრდას პარლამენტში. მომხსენებლები ოპოზიციას უმრავლესობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არ უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლებიდან წამოსულ ინიციატივებს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი უმრავლესობიდან მოდის.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს გადაწყვეტილებას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

საინფორმაციო ბარათში პოზიტიურადაა შეფასებული გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მომხსენებლები დადებითად აფასებენ საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ომბუდსმენის ინსტიტუტს.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეს ეხება. საინფორმაციო ბარათში ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესსა და გამამტყუნებელ განაჩენს არ უკავშირდება.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ბორდერიზაციის პროცესსა და ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროვების ფაქტებზე საუბარს ეთმობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას”- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები -კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან გამართეს.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში მომდევნო ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავენ.

კომენტარები

ევროპის საბჭო მონიტორინგი პარლამენტი 2018-01-25
Tags ევროპის საბჭო მონიტორინგი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირი, რომელმაც სავარაუდოდ პროკურორი სცემა, გამოკითხვაზე იმყოფება

შემდეგი სტატია

ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ

მსგავსი სტატიები

ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობას გამოეხმაურა

ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობას გამოეხმაურა

14 სექ 2017
ბექა ლილუაშვილი: თალაკვაძის განცხადება უცნაურია – თუ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეამცირონ ანტიდასავლური პარტიების რაოდენობა, პირველ რიგში, საკუთარი პარტიიდან უნდა დაიწყონ

ბექა ლილუაშვილი: თალაკვაძის განცხადება უცნაურია – თუ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეამცირონ ანტიდასავლური პარტიების რაოდენობა, პირველ რიგში, საკუთარი პარტიიდან უნდა დაიწყონ

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2022
თბილისის გეგნგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში დედაქალაქის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს ჩართულობისთვის მიმართა

თბილისის გეგნგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში დედაქალაქის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს ჩართულობისთვის მიმართა

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge