NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»TI: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

TI: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

25 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 1008 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მიერ თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით დგინდება, რომ კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, ვერც კომისიის კიდევ  ერთი წევრი, მერაბ ქათამაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

„აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლების მხრიდან მოკვლევის საგანი უნდა გახდეს“, – წერია  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვინ არის მერაბ ქათამაძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევამდე მერაბ ქათამაძე  სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მერაბ ქათამაძე გახლდათ დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მერიდიანის“, გამომცემლობა „აზრის” და საინფორმაციო სააგენტო „მეცხრე ტალღის“ დამფუძნებელი. ასევე იკავებდა გაზეთ „კვირის ფოსტის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. 2013 წელს ბატონი ქათამაძე მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში სპეციალისტად, მოგვიანებით კი 2014-2015 წლებში იმავე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტი გახდა.

მერაბ ქათამაძე მრჩევლის რანგში ანაზღაურებას იღებდა საქართველოს რესპულიკური პარტიის, ასევე პ/გ ქართული ოცნებისაგან. რესპუბლიკური პარტიის წევრობა გახდა საფუძველი, რომ მერაბ ქათამაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ შეარჩიეს, ვინაიდან საკონკურსო კომისიის წევრების განცხადებით, “ბორდის” წევრად პოლიტიკური ზეგავლენებისაგან თავისუფალი კანდიდატის შერჩევა სურდათ. თუმცა, მოგვიანებით, ამ გარემოებას  მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის დროს მერაბ ქათამაძისთვის ხელი არ შეუშლია.

რამდენიმე მცდელობის შემდგომ მერაბ ქათამაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 2015 წელს  აირჩიეს. 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქათამაძის, როგორც კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის წევრის შემოსავალი 168 069 ლარია, ხოლო 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიღებული შემოსავალი მითითებული არ არის.

მერაბ ქათამაძის განათლება  

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა  ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”. ქათამაძემ 1981 წელს  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა – მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია – ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის  პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.

როგორ აირჩიეს მერაბ ქათამაძე კომისიის წევრად

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ღია კონკურსში მონაწილე  კანდიდატურებიდან პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს არანაკლებ სამ კანდიდატურას, რაც დასტურდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად  ითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარისა.

კომისიის  წევრად მერაბ ქათამაძე ზემოთ მითითებული პროცედურის თანახმად აირჩა. სამწუხაროდ, ხელისუფლების არც ერთმა შტომ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქათამაძის დიპლომი კანონის მოთხოვნებს და პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.

ინსტიტუციური პრობლემა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მერაბ ქათამაძე  ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ეკავოს კომისიის წევრის თანამდებობა. კახა ბექაურის მსგავსად, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, მერაბ ქათამაძესაც მოვუწოდებთ გადადგეს თანამდებობიდან, ვინაიდან მნიშვნელოვანია კომისიაში შესაბამისი კვალიფიკაციის პირები საქმიანობდნენ.

არსებული კვლევა ასევე ადასტურებს იმ ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან, ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას.

სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან  კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურთან დაკავშირებულ პრობლემას  არანაირი მოკვლევა  არ მოჰყოლია. ამგვარი  ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეპუტაციას და სანდოობას.

სამომავლოდ მსგავსი კაზუსების  თავიდან აცილების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის წევრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ეს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩამონათვალში მსგავსი საფუძველი არ ფიგურირებს.

კომენტარები

კვლევა კომუნიკაციების ეროვნული კომისია მერაბ ქათამაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო 2018-01-25
Tags კვლევა კომუნიკაციების ეროვნული კომისია მერაბ ქათამაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

შემდეგი სტატია

„არქიტექტურის გადაღება ცეკვის ან სპექტაკლის გადაღებას ჰგავს“

მსგავსი სტატიები

ჯენიფერ ლოურენსი ემა სტოუნს კამერებთან პოზირებისას შუაში ჩაუხტა

ჯენიფერ ლოურენსი ემა სტოუნს კამერებთან პოზირებისას შუაში ჩაუხტა

13 ნოე 2017
სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2021
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს   

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს  

08 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge