NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის პარლამენტთან აქცია გაიმართება

გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის პარლამენტთან აქცია გაიმართება

25 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სამართალი 756 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო სექტორი ერთიანდება. დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 18:00 საათზე  აქცია, ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“ გაიმართება. აქცია გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება და მას უერთდებიან: „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ტალღა“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “2 ივნისის მოძრაობა”, “გირჩი”, “ქალთა მოძრაობა”, “თანასწორობის მოძრაობა”, “საფარი”.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, „დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გიორგი გორგანაშვილი და ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტკა“. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით.

„25 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება აქცია – ყველა ერთისთვის!

2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში.

საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!

მოვითხოვთ:
1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი“,- ნათქვამია „თეთრი ხმაურის“ განცხადებაში..

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

აქცია ბექა წიქარიშვილი გათავისუფლება გიორგი გიორგანაშვილი თეთრი ხმაური ნარკოპოლიტიკა ტალღა ქალთა მოძრაობა 2018-01-25
Tags აქცია ბექა წიქარიშვილი გათავისუფლება გიორგი გიორგანაშვილი თეთრი ხმაური ნარკოპოლიტიკა ტალღა ქალთა მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია

შემდეგი სტატია

ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2021
ზურაბ გურული: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე …

ზურაბ გურული: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე …

ნინო ჩხეიძე 21 ნოე 2020

აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

14 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge