NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევროპის საბჭოში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

ევროპის საბჭოში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

25 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” მისასალმებელი სიტყვით დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და დამსწრეებს ქართული ანბანის, ასევე, ქართული ღვინის ისტორიაზე ესაუბრა.

„საქართველოს ღვინის წარმოების 8- ათასწლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ცნობილია,  როგორც ღვინის აკვანი, რაც სიამაყის მიზეზია ქართველი ხალხისთვის. ასევე, დღეს იხსნება ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, რომელიც  იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და ჟურნალები –  „პარლამენტი” და „დიპლომატი” დაეთვალიერებინათ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა “ობსერვერ მედიაჯგუფის” გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და აღმასრულებელი დირექტორი-ნათია გამყრელიძე წარადგინა, რომლებმაც  ჟურნალების შინაარსის,  მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით,  მედიაჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ასამბლეის წევრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ და მათ ჰქონდეთ წარმოდგენა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზეც”,- აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის სილევიჩი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას,  ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის, მაგალითად, ქართული ანბანის ისტორიის შესახებ, რაც ნამდვილად შესანიშნავი ისტორიაა და ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს საქართველოსთან და დიდად ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას. მჯერა, რომ ევროპის საბჭო არ არის მხოლოდ საქმიანობის სამართლებრივი მხარე, ესაა ადამიანური ინტერაქცია, თანამშრომლობა, კულტურათაშორისი კონტაქტები და მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა უკეთ გაიგონ, რა ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში”,- განაცხადა ბორის სილევიჩმა.

ევროსაბჭოში შვეიცარიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება და ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი ამ ტიპის ღონისძიებებს ენიჭება.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრობა  განვითარდეს. ჩვენ აქ მხოლოდ საქმისთვის არ ვართ, თუმცა, პოლიტიკური საქმიანობა ასევე მოიცავს ერთმანეთის უკეთ გაცნობას, ურთიერთნდობას და ეს ნდობა შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნას მიღწეული, როდესაც შენს კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობები გაკავშირებს. საქართველო ამ მხრივ შესანიშნავია,  და მათთან ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა”,- განაცხადა ფილიპო ლომბარდიმ.

ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” ევროპის საბჭოს შენობაში მთელი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

ანბანი ევროპის საბჭო თამარ ჩუგოშვილი 2018-01-25
Tags ანბანი ევროპის საბჭო თამარ ჩუგოშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ”- გვარამია გოგიჩაიშვილს პასუხობს

შემდეგი სტატია

“Discover Georgia” – ვიდეორგოლი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს წარუდგინა

მსგავსი სტატიები

საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს

საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2020
“ოცნების” მორიგი სკანდალი – ფოფხაძე თქმით, თალაკვაძემ და მდინარაძემ მოსამართლეთა სიაზე კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს

“ოცნების” მორიგი სკანდალი – ფოფხაძე თქმით, თალაკვაძემ და მდინარაძემ მოსამართლეთა სიაზე კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს

04 იან 2019
„ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ხელში არ ეჭირა“

„ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ხელში არ ეჭირა“

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge