ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებაში ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითზე სასამართლო მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი – სხდომის გადადებას. სხდომის დაწყებამდე კომენტარი დაცვის მხარემ გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, ვინაიდან საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, მათ ვერ მოახერხეს საქმის მასალების თავიდან ბოლომდე გაცნობა.
„ჩვენებები არის აბსურდული, იქ მე ვერსად ვერ დავინახე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა და აქედან გამომდინარე, თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი ვიდეოკადრი არ არის, უბრალოდ დისკებზე არის მხოლოდ და მხოლოდ სურათები, ანატოლის სურათები არსად არ ინახება და არ არის და საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, გარდა ერთერთი მტკიცებულების, რომ არის ანატოლი გადასული თურქეთში და გადმოსული, ერთადერთი ეს აქვთ საზღვრის დეპარტამენტიდან ამოღებული“,-განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარები