NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა“

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა“

24 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 319 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავარი პრიორიტეტია – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალახის თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად მერია აქტიურად მუშაობს.

“ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა. წინასაარჩევნო პროგრამაში ეს მოცემული გვქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტია.
არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ვგეგმავთ რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განახლება, რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ კი, გარკვეულ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ.

მაგალითად, ჩვენ ვგეგმავთ მეტროს რეაბლიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ მეტროში, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ, გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით და ვგეგმავთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას, ე.წ. ბასლაინებს. ასევე ვაპირებთ სატრანსპორტო სისტემის განვითარებას – იქნება ეს დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეც.რეჟიმების განსაზღვრა თუ სხვა მიმართულებები.

მოგეხსენებათ, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. დარღვევების აღსაკვეთად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმა დღეს, თუ არ ვცდები, არის 20 ლარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ საკანომდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება.
ცხადია, ყველაფერი ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ღონისძიებები ხორციელდება- პარლამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რაც მთავარია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით“, – განაცხდა კალაძემ.

 

კომენტარები

გამონაბოლქვი კახა კალაძე მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფეხითმოსიარულეები შემცირება 2018-01-24
Tags გამონაბოლქვი კახა კალაძე მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფეხითმოსიარულეები შემცირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება

შემდეგი სტატია

„თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს“

მსგავსი სტატიები

ქურთები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმს ატარებენ

14 სექ 2017
“კობახიძისა და ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელი, უნდა დაასახელოს ამ პრობლემის სათავე” – კახიძე ბესელიას აკრიტიკებს

“კობახიძისა და ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელი, უნდა დაასახელოს ამ პრობლემის სათავე” – კახიძე ბესელიას აკრიტიკებს

22 თებ 2019
გიორგი გახარია ეკონომიკურ ექსპერტებს – მზად ვართ, პრობლემები, რომლებსაც ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ

გიორგი გახარია ეკონომიკურ ექსპერტებს – მზად ვართ, პრობლემები, რომლებსაც ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge