NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ბახალას” მხარდასაჭერად 25 იანვარს აქცია გაიმართება

“ბახალას” მხარდასაჭერად 25 იანვარს აქცია გაიმართება

24 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 709 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავების გასაპროტესტებლად, თბილისში, კანცელარიასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ავრცელებს. აქცია 25 იანვარს, 17:00 საათზე იგეგმება.

“ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო.

დღეს საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, ჩვენს აქტივისტ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.
პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება.
საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგი გიორგანაშვილის საქმე ნათლად აჩენს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებს. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანების იზოლაციასა და ჩაგვრაზე, ხოლო სასამართლო და კონკრეტული მოსამართლეები ვერ ხედავენ აღნიშნულ უსამართლობას და ბრმად აღასრულებენ მართლმსაჯულებას იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანების დევნასა და მათ იზოლაციაზე.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე.წ. ჩადებების პრაქტიკას. პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს ისიც, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა პროკურატურას სრულყოფილად არ გამოუძიებია და არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.
„ჩადებების” თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის” საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის” წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს. მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას. ამ შემთხვევაზე ასევე ყურადღება გამახვილდა Human rights watch-ის კვლევაში, თუმცა არც ამის შემდგომ მიეცა გამოძიებას ახალი მსვლელობა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!
მოვითხოვთ:
  1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
  2. გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი;
  3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
  4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული, ფაშისტური ნარკოპოლიტკა.
  5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.
სწორედ ამ მოთხოვნებს ეფუძნება აქცია ლოზუნგით – ყველა ერთისთვის! რომელიც 25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება.
აქციას უერთდებიან: “თეთრი ხმაურის მოძრაობა”;  “ტალღა”;  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”;  “2 ივნისის მოძრაობა”;  “გირჩი”;  “ქალთა მოძრაობა”;   “თანასწორობის მოძრაობა”;  “საფარი”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

აქცია გიორგი გიორგანაშვილი თთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკა პატიმრობა 2018-01-24
Tags აქცია გიორგი გიორგანაშვილი თთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკა პატიმრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წყნეთის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული

შემდეგი სტატია

პრემიერი: ჩვენ ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს

მსგავსი სტატიები

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს

30 იან 2018
რუსეთმა ლატვიას შესაძლოა სანქციები დაუწესოს

რუსეთმა ლატვიას შესაძლოა სანქციები დაუწესოს

03 აპრ 2018
ალეკო ელისაშვილი: პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს

ალეკო ელისაშვილი: პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

    რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge