ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სასამართლოს მიერ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„აქ ვნახე ირონიული კომენტარები, რომ აი, 0,3 გრამი ბუპრენორფინი, რომელიც ასე ცოტა ჩანს დაწერილად, სინამდვილეში 44 აბი სუბუტექსია და ეს ძალიან ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ აბს 8 კაცი მოიხმარს და თანხაში ეს 8-ჯერ 800 ლარია.
დიახ, ეს სწორია. როცა 44 აბი სუბუტექსი გიდევს ჯიბეში, ეს ძალიან ბევრია და ვერ დაამტკიცებ, რომ პირადი მოხმარებისთვის გინდა.
მაგრამ საქმე ის კი არაა, ბევრია ეს თუ ცოტა, საქმე ისაა, რომ ბახალას ეს აბები არ ჰქონდა. ფაფუ, არ იყო ეს აბები…
და მხოლოდ მას შემდეგ „აღმოაჩინეს“, რაც ბახალამ პოლიციისთვის სასურველი ჩენების მიცემაზე უარი თქვა და ვიღაცას ხელი არ დაადო.
აბა, მივყვეთ და ვნახოთ, რა როგორაა საქმეში: ბრალდება ამტკიცებს, რომ ბახალა თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში, ტაქსი აიყვანა, გამოემართა თბილისისკენ, ჰქონდა ხელბარგი, გააჩერეს აღმაშენებლის ხეივანთან, გაჩხრიკეს და ჯიბეში უპოვეს პოლიეთილენის პარკი 44 აბი სუბოტექსით.
კარგი. შეკითხვები არის? არის. რა შეკითხვები?
დავუშვათ, პოლიციამ იცოდა, რომ ბახალას 44 აბი სუბოტექსი ჰქონდა. ისიც იცოდა, რომ მტკიცებულებები დასჭირდებოდა, რადგან ბახალა „თეთრი ხმაურის“ იურისტია და ინტერესი იქნებოდა გაორმაგებული, ბრალდების მტკიცებულებებს ყველა დააკვირდებოდა გამადიდებელი შუშით. დროც ჰქონდა, მომზადებულიყო, სანამ ბახალა ტაქსში მშვიდად იჯდა.
ამის მიუხედავად:
ა) პოლიციამ ტაქსი გააჩერა ზუსტად იმ მონაკვეთზე, სადაც სათვალთვალო კამერა არ არის;
ბ) პირადი ჩხრეკის დროს არ დაისწრო მოწმეები, მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა საქმეში, რომ აბები ჯიბეში უპოვეს დაკავებულს;
გ) ვიდეოკამერით არ გადაიღო ჩხრეკის პროცესი უწყვეტად, ზუსტად ისევე, როგორც ელისო კილაძის შვილის დაკავების დროს – არც მოწმეები, არც გადაღება;
დ) არ გაჩხრიკა ბახალას ხელბარგი;
ე) ბახალას, ისევე, როგორც ყველა სხვა „ჩადებულს“, 44 აბი სუბოტექსი, პარკში გახვეული, შარვლის ჯიბეში ედო თურმე…
ახლა კიდევ ვიკითხოთ: ეს დედააფეთქებული, ბნელა? რომელი საუკუნეა, რომ ასე იკერება საქმეები, რის გამოც ახალგაზრდა კაცი თავისი ცხოვრების 8 საუკეთესო წელს კარგავს?
და თქვენ ამ დროს რას არჩევთ? რა შეკითხვებს სვამთ? იმას კი არა, 44 აბი სუბოტექსი როგორ ედო ამ კაცს ჯიბეში, როცა ხელბარგი ჰქონდა და შეეძლო დაემალა, იმას კი არა, ტაქსისტს რატომ არ ახსოვს მგზავრობასთან დაკავშირებული არაფერი და რატომ ახსოვს მხოლოდ ჩხრეკის პროცესი (მასაც კი არ დაუნახავს, ჯიბიდან რომ ამოუღეს, უკვე ამოღებული პარკი დაინახა), ის კი არ გაინტერესებთ, რატომ არ გადაიღეს ეს ყველაფერი და რატომ არ დაისწრეს მოწმეების არმია, თუ ზუსტად იცოდნენ, რომ ბახალას ამდენი სუბოტექსი ჰქონდა, არამედ იმაზე მიანიშნებთ, რომ აი, 0,3 გრამი ბუპერნორფინი სულაც არაა ცოტა და რომ აი, კანონია ასეთი და რომ აი, მოსამართლემ მინიმუმი მიუსაჯა და რას ვერჩით, რომ აი…
და იცით, რას გეტყვით?
დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც ასეთ განხილვებში ხართ ჩართული, არაფრით ხართ იმ ადამიანებზე უკეთესები, ვისაც ასე წარბშეუხრელად შეუძლია ახალგაზრდა კაცის გაშვება ციხეში 8 წლით არარსებული დანაშაულისთვის.
და ზუსტად ასე დაიწყებთ ორჭოფობას, ხვალ რომ მე გამაჩერონ (ან ნებისმიერი სხვა) და ბრალდებამ დაწეროს, რომ 37 აბი სუბოტექსი მედო ჯიბეში…
და კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ყველანი, ვინც ასეთი “განხილვებით” ბრალდების მტკიცებულების დამკვიდრებას უწყობთ ხელს, უბრალოდ, არაადამიანები ხართ!“,-წერს ბერულავა.

❗️აქ ვნახე ირონიული კომენტარები, რომ აი, 0,3 გრამი ბუპერნორფინი, რომელიც ასე ცოტა ჩანს დაწერილად, სინამდვილეში 44 აბი…
Posted by ლაშა ბერულავა on სამშაბათი, 23 იანვარი, 2018
კომენტარები