„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო. ამის მიზეზი დაცვის მხარის მოთხოვნა გახდა, რომელმაც რამდენიმე საათი საქმის მასალების გასაცნობად ითხოვა, პროცესის ჩატარებამდე კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ბექა წიქარიშვილი მისი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებას არ ეთანხმება.
„ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოიტანა სასამართლომ, უსამართლო გადაწყვეტილებით, სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას. ბახალას განაჩენი ჩემი აზრით, არის სასამართლოს სირცხვილი, შორენა გუნცაძეს შეუძლია ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში, იმიტომ რომ ფაქტიურად გამოიკვეთა ბოლო დროს ორი ძალიან სამარცხვინო სახე ამ სასამართლოსი“,-განაცხადა წიქარიშვილმა.
ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დააკავეს, როდესაც იცინი სასამართლოს მიერ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ.
კომენტარები