NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი“

„არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი“

24 იან 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 943 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანიას ტოვებს. „ლიბერალის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მისი ეს გადაწყვეტილება მიაღებინა:

„კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ „რუსთავი 2 ჩემიაო“ მაგრამ, ვერ გახდა პირადად ჩემი, უფრო სწორად იყო წლების წინ და აღარ არის, და, არც „აქციები“ შველის საქმეს საპატიოდ რომ გადმომეცა ერთ ცნობილ შეკრებაზე არხის „ღმერთებთან“ თუ „დედოფლებთან“ ერთად, დამილოცნია მისთვის ვინც პირველი დაწერს, რომ მოსწონს ის რაც ხდება არხზე და ასეთი მენეჯმენტი მისაღებია: ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე – ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროს „რუსთავი2“ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის… იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც – ესეც დასრულდა – ამიტომ მე ვტოვებ არხს 20 წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით, და, „ფული არ არის საკმარისი“ ამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით პრობლემა თურმე არ არის. მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან, და ვერც ამას ხსნის „ფინანსური პრობლემები“ რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის.

არ მესმის როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით – კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ – ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა – ასევე ცდება – თუ დირექტორმა არ იცის რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი – ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და, თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე – ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება იმ ძალიან კარგ ადამიანებს გარდა ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს – წარმატებები ყველას”. – წერს გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამია გოგიჩაიშვილი ნიკა გვარამია ჟურნალისტები რუსთავი 2 ტელეკომპანია 2018-01-24
Tags აკაკი გოგიჩაიშვილი გვარამია გოგიჩაიშვილი ნიკა გვარამია ჟურნალისტები რუსთავი 2 ტელეკომპანია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქალმა მამაკაცი სიკვდილის გადაარჩინა

შემდეგი სტატია

პოლიციელებმა თოვლისგან გაკეთებულ მანქანაზე ჯარიმა დატოვეს

მსგავსი სტატიები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

28 დეკ 2017
ხოშტარია: ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში

ხოშტარია: ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში

02 თებ 2018

სოლოლაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

20 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge