NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნინო ლომჯარია: ადამიანის უფლებები რეგულარულად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ

ნინო ლომჯარია: ადამიანის უფლებები რეგულარულად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ

24 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1568 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მოწვევით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ლომჯარია ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის პოსტზე მისი არჩევა პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

“ახალი ომბუდსმენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციებით შეირჩა. მან მიიღო გამოწვევა, უხელმძღვანელოს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს საქართველოში – სახალხო დამცველის ოფისს, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს ქვეყანაში”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სიტუაცია საგანგაშოა .

„ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება, ადამიანებს რუსი მესაზღვრეები რეგულარულად აკავებენ საზღვრის გადაკვეთის ე.წ. უკანონო გადაკვეთის გამო. კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, განათლების უფლება, რეგულარულად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ”,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების დემონსტრირება მოახდინა 2016 წელს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ე.წ. მესაზღვრის მიერ, რომელიც, ჩადენილი დანაშაულისთვის ამ დრომდე არ არის დასჯილი. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვთ  საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, თუმცა, რჩება გამოწვევებიც. რაც შეეხება თანასწორობას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიება. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ამ მხრივ, ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის შეფასებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ რეზოლუციის ინიცირება მოახდინა.

„ეს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილია, ცოტა ხნის წინ მოვახდინეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის შესახებ რეზოლუციის ინიცირება. როგორც იცით, არ არის არცერთი სხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების სრული მონიტორინგი. ოკუპირებული ტერიტორიები არის ე.წ. „ნაცრისფერი ზონები”, სადაც არც ევროპის საბჭოს კომისარს, არც სხვა სანდო საერთაშორისო ინსტიტუტს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს რეზოლუციას”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველმა ასამბლეის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.​

კომენტარები

ადამიანის უფლებები ევროპის საბჭო თამარ ჩუგოშვილი მოხსენება ნინო ლომჯარია ოკუპაცია 2018-01-24
Tags ადამიანის უფლებები ევროპის საბჭო თამარ ჩუგოშვილი მოხსენება ნინო ლომჯარია ოკუპაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი: კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად

შემდეგი სტატია

წყნეთის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული

მსგავსი სტატიები

“უვადოდ დანიშვნების შეჩერება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების”

“უვადოდ დანიშვნების შეჩერება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების”

11 თებ 2019
ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

02 აპრ 2018

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

06 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge