მსოფლიო სამეფო ქორწილის მოლოდინშია. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის სტუმრების სია მსოფლიო მედიის განხილვის საგანია, როგორც CNN-ი წერს, პრინც ჰარის ქორწილი სახელმწიფო დონის ღონისძიება არ იქნება, შესაბამისად ოფიციალური ლონდონი ვერ ჩაერევა სტუმრების სიის შედგენაში.
დიდი ხანია ყველას აინტერესებს, დაპატიჟებს თუ არა სამეფო ოჯახი ქორწილში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, იმის გათვალისწინებით, რომ პრინც ჰარის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.
დიდ ხნიანია ლოდინის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი მივიღეთ: The Daily Mail-ის ინფორმაციით აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას არ პატიჟებენ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება პრინცმა ჰარიმ დიპლომატიური სკანდალის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, ქორწილში ობამების დაპატიჟება კიდევ უფრო გაართულებს აშშ-სთან, კერძოდ კი დონალდ ტრამპთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
ამიტომაც სამეფო ქორწილში ვერც აშშ-ის მოქმედ და მის წინამორბედ პრეზიდენტს ვერ ვიხილავთ.
33 წლის პრინცი ჰარისა და 36 წლის მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში გაიმართება.
კომენტარები