NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: რეფორმირება პირველ რიგში შეეხება კრიმინალურ პოლიციას

გახარია: რეფორმირება პირველ რიგში შეეხება კრიმინალურ პოლიციას

23 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 732 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება. ამის შესახებ მან შსს-ს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. მნიშვნელოვანი დღეს გახლავთ იმიტომ, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, საქართველოს პარლამენტში ჩვენ განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.

ზუსტად ასევე, როგორც ჩვენ დადებული გვქონდა პირობა, სტრუქტურული და ასევე შინაარსობრივი ნაწილის რეფორმები წარდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. ახლაც გავიმეორებ, რომ სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციას, ასევე, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რეფორმების შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ასევე დავიცავთ ყველა სხვა ვადას“, – განაცხადა გახარიამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“.

 

კომენტარები

გახარია გიორგი გახარია კრიმინალური პოლიცია პოლიციის რეფორმა რეფორმა შსს შსს-ს რეფორმა 2018-01-23
Tags გახარია გიორგი გახარია კრიმინალური პოლიცია პოლიციის რეფორმა რეფორმა შსს შსს-ს რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციას“

შემდეგი სტატია

„ნამდვილად არ განიხილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით“

მსგავსი სტატიები

აქციაზე დაკავებული მიხეილ კაჭკაჭიშვილი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოშია

26 ოქტ 2017
ზაზა გაბუნია – საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა კვალიფიციური ადამიანებით, სწორედ ეს წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას

ზაზა გაბუნია – საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა კვალიფიციური ადამიანებით, სწორედ ეს წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას

12 ივლ 2018
ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როცა მათ ღალატს ვახსენებთ, სხვა არაფერია, თუ არა ღალატი, რომ ვერ დაიცვა შენი ქვეყანა, ლაჩრულად გაიქცე

ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როცა მათ ღალატს ვახსენებთ, სხვა არაფერია, თუ არა ღალატი, რომ ვერ დაიცვა შენი ქვეყანა, ლაჩრულად გაიქცე

ირაკლი შალიკაშვილი 10 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge