„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია თავშესაფრის მაძიებლებით საქართველოდან. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ევროკავშირს არ მოსწონს უკრაინული კანონპროექტი ანტიკორუფციულ სასამართლოზე, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო შეშფოთებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლებით საქართველოდან. შეჩერების მექანიზმი განხილული იქნება სამშაბათს“, – წერს იოზვიაკი.
იოზვიაკმა „ტვიტერში“ კომენტარის სახით ასევე დაწერა, რომ მისთვის უცნობია თუ რა იგულისხმება „თავშესაფრის მაძიებლებში“. შეიძლება საუბარი იყოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებზე, რომლებმაც, მარტივი პროცედურების გამო, ქართული პასპორტი მიიღეს ევროპაში გასამგზავრებლად და თავშესაფრის მოსათხოვად. „რაც არ უნდა იყოს, ევროკავშირი ამას პრობლემად მიიჩნევს“ – აცხადებს იოზვიაკი.
ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ამჟამად უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საქართველოს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
The EU aren’t happy with #Ukraine’s draft law on establishing an anti-corruption court but there is no real threat to suspend visa lib. Eu member states are actually more worried about asylum seekers from #Georgia. The suspension mechanism will be debated by diplomats on Tue.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) January 22, 2018
კომენტარები