NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ეს მთავრობის ხელწერაა”- ნიკა გვარამია BBG Watch-ის სტატიას ეხმაურება

“ეს მთავრობის ხელწერაა”- ნიკა გვარამია BBG Watch-ის სტატიას ეხმაურება

23 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 411 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია BBG Watch -ის იმ სტატიას ეხმაურება, სადაც წერია, რომ რადიო თავისუფლების” სათავო ოფისი ქართულ ბიუროს  ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” თანამშრომლობას აიძულებს.

“მე საერთოდ არ ვიცი, ეს რა წყაროა, წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირში ვართ “რადიო თავისუფლებასთან.” არასდროს მათთან კომუნიკაცია ჩვენი ინიციატივით არ გვქონია. არასდროს არაფრისთვის მიგვიმართავს. ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც თვითონ მოგვმართეს თხოვნით და ჩვენ პასუხი გავეცით და მის მერე კომუნიკაცია აღარ შემდგარა. ჩემთვის ეს გაურკვევლობა ერთადერთი რამით იხსნება, რაც ბოლო კვირის ტენდენციაა, ერთერთი პარტიის მიერ დაწყებული და ახლა გაუგებარი წყაროს მიერ თუ სიტუაციით გაგრძელებული, „რუსთავი 2-თან” დაკავშირებით ერთი კონკრეტული ხაზი გამოიკვეთა, რომ უნდა იძახო უკონტექსტოდ მათ შორის, როცა ეს არაფერ შუაშია, როცა შეცდომას დაუშვებს არხი და გინდა, რომ მოუწოდო, გამოასწორო ეს შეცდომა, იქაც უნდა მიაწერო, მერე რა რომ საჭირო არ არის, მაინც უნდა ეწეროს, იმიტომ, რომ ყველაფერი დაწერილი რჩება. ახლა აქ სრულიად არაფერ შუაშია „რუსთავი 2“, აქაც უცებ ამოხტა, ერთი და იგივე ტექსტი, აბსოლუტურად იდენტური ტექსტი პირველ და მეორე შემთხვევაში.

მე ეს მაფიქრებინებს, რომ ეს არის მთავრობის ხელწერა და ამას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებების მოსაგროვებლად, როგორი ერთი მიმართულების წყარო და მედიაა „რუსთავი 2“ და მისი დახურვა არ გამოიწვევს მედია თავისუფლებისა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ეძებს დასაყრდენებს. ეს მტკიცებულებები განფენილია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ განცხადებებში, არამედ ოპოზიციური პარტიის განცხადებაში, აგერ თავისუფალი მედიის განცხადებაში. ეს ძალიან გასაგები მეთოდია, ალბათ, ამას გაგრძელება კიდევ ექნება,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, როგორც გამოცემა BBG Watch  წერს, ვაშინგტონსა და თბილისში მრავალ წყაროზე დაყრდნობით შეიტყვეს, რომ “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისი ქართულ ბიუროს  ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” თანამშრომლობას აიძულებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს. გამოცემის სტატიაში წერია, რომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან იმ არგუმენტით, რომ ეს თანამშრომლობა რადიოს სანდოობას დაუკარგავს. BBG Watch აღნიშნავს, რომ  ბევრისთვის  “რუსთავი 2” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად მიიჩნევა.

 

კომენტარები

თანამშრომლობა ნიკა გვარამია რადიო თავისუფლება რუსთავი 2 2018-01-23
Tags თანამშრომლობა ნიკა გვარამია რადიო თავისუფლება რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის” ერთერთ ლიდერს თავს დაესხნენ

შემდეგი სტატია

“ოსკარი – 2018”: ნომინანტების სრული სია

მსგავსი სტატიები

16 დეკ 2014
„თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება“

„თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება“

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018
„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება ტრენინგი 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება ტრენინგი 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge