NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს მთის კურორტებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

საქართველოს მთის კურორტებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

22 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 698 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, – აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით.

“შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.

გიორგი კვირიკაშვილმა თომას ბახს, პირისპირ შეხვედრისას დეტალურად გააცნო საქართველოს პოტენციალი და ისაუბრა იმ თვალსაჩინო და ხელშესახები შედეგების შესახებ, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა, საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.

“ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს”, – განაცხადა თომას ბახმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო ოლიმიური კომიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი დაასაჩუქრა დამფუძნებლის მედლით, რომელსაც კომიტეტი, ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გადასცემს.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეხვედრა 2018-01-22
Tags გიორგი კვირიკაშვილი თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო-უზბეკეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

შემდეგი სტატია

R2: გროზნოს მერი გასაიდუმლოებული ვიზიტით საქართველოში იმყოფება

მსგავსი სტატიები

“ჩათვალა, რადგან ღორის წელიწადია ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან” – მეჭიაური ქუცნაშვილზე

“ჩათვალა, რადგან ღორის წელიწადია ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან” – მეჭიაური ქუცნაშვილზე

04 იან 2019
75 დაღუპული და 192 დაკარგული – ვულკანის ამოფრქვევის შედეგები გვატემალაში

75 დაღუპული და 192 დაკარგული – ვულკანის ამოფრქვევის შედეგები გვატემალაში

06 ივნ 2018
ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge