NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

22 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ მუშაობა დაიწყო. სტრასბურგში იმყოფება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ახალი პრეზიდენტი აირჩია. თანამდებობა სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა.

„საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – მიკელე ნიკოლეტი, რომელიც გასული წლების განმავლობაში, სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩვენ სოციალისტების ჯგუფში ვართ გაწევრიანებულები და შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. მივესალმებით ასამბლეის ამ გადაწყვეტილებას. გასულ წელს ასამბლეას მძიმე წელი ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის წინააღმდეგ იყო მძიმე ბრალდებები, რამაც საკმაოდ დააზიანა  საპარლამენტო ასამბლეა. იმედი გვაქვს, რომ ასამბლეა რეაბილიტაციას ეფექტურად შეძლებს და მიზნების განხორციელებაში წარმატებული იქნება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასამბლეის დღის წესრიგშია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის არჩევაც. კომისრის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: გორან კლემენჩიჩი, პიერ-ივ ლე ბორნი და დუნია მიატოვიჩი არიან წარდგენილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა მხარი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრის, პიერ-ივ ლე ბორნის კანდიდატურას დაუჭირა.

„სესია ადამიანის უფლებების დაცვის ახალ კომისარს ირჩევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არის სამი კანდიდატი. მათგან ერთ-ერთს, რომელიც სოციალისტების ჯგუფის წევრია, უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტმმა და სავარაუდოდ, კომისარი სწორედ ის გახდება”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

ევროპის საბჭო ევროპის საპარლამენტო ასამბლა ევროსაბჭო პრეზიდენტი 2018-01-22
Tags ევროპის საბჭო ევროპის საპარლამენტო ასამბლა ევროსაბჭო პრეზიდენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გვიან უკვე მეუბნებოდა, დედა ვკვდებიო“

შემდეგი სტატია

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – საქმის განხილვა გადაიდო

მსგავსი სტატიები

რეკომენდაციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით ცესკო რეკომენდაციებს ავრცელებს

03 სექ 2018
თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

20 ივნ 2018
კიევში საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს აფეთქება მოჰყვა

კიევში საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს აფეთქება მოჰყვა

26 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge