NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»როგორ ვითარდებოდა სერფინგი

როგორ ვითარდებოდა სერფინგი

22 იან 2018 ახალი ამბები, მსოფლიო, სპორტი 1383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სერფინგის, როგორც სპორტის სახეობის წარმოქმნის ზუსტი თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ისტორია ასწლეულებს ითვლის. ეს ექსტრემალური სპორტი და არასტანდარტული გართობა ჰავაის კუნძულებზე წარმოიქმნა. თავდაპირველად, ხის დაფით ტალღის მოთვინიერება ერთეულებს შეეძლოთ.

სერფინგი თავიდანვე მონოპოლიზებული იყო სამეფო ოჯახის მიერ. ტალღების მოთვინიერება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს შეეძლოთ. ხელისუფლება ცდილობდა როგორც საკთარი მიწების კონტროლს, ასევე ზღვის სივრცის და ნებისმიერი ხელყოფა ხმელეთისა და ზღვის, მკაცრად ისჯებოდა.

მაგალითისათვის, თუ ჩვეულებრივ მოკვდავს ხის დაფა ექნებოდა და მოინდომებდა სერფინგის ათვისებას, მას გარადუვლად ელოდა სიკვდილით დასჯა. სწორედ ამიტომ, არავინ რიკსავდა და სპორტის ეს სახეობაც, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვითარდებოდა.

სერფინგის დაფებს ღამით სანაპიროზე ტოვებდნენ. ადგილობრივები სამეფო რელიკვიის მოპარვას არ ცდილობდნენ არა მხოლოდ იმიტომ რომ განაჩენის ეშინოდათ, არამედ იმიტომაც რომ სერფინგის პირველი დაფების წონა 70 კგ. იყო. ხოლო ზომა მერყეობდა 2,7  – 5,5 მეტრამდე. ამხელა ნივთის მოპარვა, არც თუ ისე იოლი იყო.

თუმცა, ჰავაის მოსახლეობა ხშირად ადევნებდა თვალს სამეფო ოჯახის მიერ მოწყობილ შოუს, რაც აკრძალული არ ყოფილა. შეჯიბრისათვის მზადება მთელი რიტუალი იყო, იკითხებოდა ლოცვები ტალღების გამოწვევის მიზნით.

მოგვიანებით ჰავაის კუნძულებზე ჩამოვიდნენ მისიონერები, ქრისტიანული კულტურის მატარებლები. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ გართობის ამ სახეობას, თუმცა ადგილობრივების ინტერესი სერფინგის მიმართ არ განელებულა.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მე-19 საუკუნეში, იგი უკვე მისაწვდომი ხდება ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისათვის. იმ პერიოდში ჰავაის ხელისუფლებაში იყო პრინცესა ქაიულანი. ის აქტიურად უკეთებდა პოპულარიზაციას ამ სპორტს, მათ შორის იქ მცხოვრებ ევროპელებშიც.

მსოფლიო წარმატება სერფინგმა მეოცე საუკუნის შუა წლებში მოიპოვა. კომერციულმა ინდუსტრიამ მაშინვე აიტაცა აქტუალური ტენდენცია. სერფინგის დაფების, სერფბორდების წარმოება მრავალმა კონცერნმა დაიწყო.

 

კომენტარები

მისიონერი სეფინგი სპორტი ჰავაის კინძული 2018-01-22
Tags მისიონერი სეფინგი სპორტი ჰავაის კინძული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე: ჩვენ მიერ გაცემულ ნებართვას ჰქონდა ფორმალური ხასიათი

შემდეგი სტატია

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

მსგავსი სტატიები

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე სამი პირი ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე სამი პირი ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

07 სექ 2018
მელანია ტრამპი “დიორის” პალტოთი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა

მელანია ტრამპი “დიორის” პალტოთი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა

22 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge