რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის ლიდერთან, ნურსულთან ნაზარბაევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ყაზახეთის პრეზიდენტმა, დეტალურად უამბო რუს კოლეგას აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ, ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
“ყაზახეთის პრეზიდენტმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტისა და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ”, ნათქვამია კრემლის საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის გათვალისწინებით სხვადასხვა თემები განიხილეს, მათ შორის სიტუაცია ავღანეთში, ჩრდილოეთ კორეაში, უკრაინასა და სირიაში. ასევე, პუტინმა და ნაზარბაევმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრეს.
ცნობისათვის, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის ფარგლებში, შეერთებულ შტატებში ხელი მოეწერა 20-ზე მეტ შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს, იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
კომენტარები