NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

22 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 394 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2018“ საქართველოს სტენდის დასათვალიერებლად მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ემოგზაურათ. პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდის გამოფენაზე აღნიშნულ ტექნოლოგიურ სიახლეს პირადად გაეცნო და მისი შესაძლებლობებიც გამოსცადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აპლიკაცია ქართულ ტურისტულ კომპანიებს გაყიდვებში დაეხმარება.

„როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს, ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ, არამედ აპლიკაციის მეშვეობით – დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვირტუალური რეალობის სათვალის შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ.

სამინისტროს ცნობით, მადირიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროექტი კომპანია VRex Immersive-მა მოამზადა, ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის რეჟიმში გადასვლა. პროექტში გამოყენებული საქართველოს 100-ზე მეტი ტურისტული ადგილის შესახებ ვიდეო-რგოლი 360-გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით არის გადაღებული.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ვირტუალური რეალობა სათვალე ტურიზმი 2018-01-22
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ვირტუალური რეალობა სათვალე ტურიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

შემდეგი სტატია

ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

მსგავსი სტატიები

“მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის“ – ვიცე-მერი “პანორამა თბილისზე” საუბრობს

“მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის“ – ვიცე-მერი “პანორამა თბილისზე” საუბრობს

17 აპრ 2019
ავიაკატასტროფა სირიაში – რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა სირიაში – რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

სიონის ქუჩაზე „ხილის ფესტივალი“ გაიმართა

08 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

  • ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

    ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

  • რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

    რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

  • როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

    როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

  • დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

    დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

  • უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

    უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge