NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურა “ენმ-ის” პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა “ენმ-ის” პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

21 იან 2018 ახალი ამბები, სამართალი 527 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის  ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა. ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც  ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში იქნა დაკავებული. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

ალექსანდრე კვახაძე დაკავება პროკურატურა ძალადობა 2018-01-21
Tags ალექსანდრე კვახაძე დაკავება პროკურატურა ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალეკო ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები

შემდეგი სტატია

მეუფე იაკობმა ბოდბეში ჯუზეპე პაზოტოს უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

სოსო ელისაშვილი 22 აპრ 2019

ჯეიმს აპატურაი: საქართველოში ბევრი რეფორმაა გასატარებელი

11 ოქტ 2017
„ევროპული საქართველო“ დღეს, მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს

„ევროპული საქართველო“ დღეს, მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს

04 თებ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge