მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR 2018 160 ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.
კომენტარები